2027 წლის ყველაზე იღბლიანი ფერი ცნობილია - როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე ახალი წლისთვის
1793391958
ანალიტიკოსი გია აბაშიძე პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოში სპეცრაზმის შესვლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის, ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. აბაშიძის შეფასებით, მაშინ, როდესაც ჰერჩინსკი საქართველოს ინსტიტუტებს აკრიტიკებს, პოლონეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მისი პოზიცია კითხვებს აჩენს.
„ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მხრიდან საქართველოს ინსტიტუტებზე მუდმივი იერიში უბრალოდ თვალთმაქცობა აღარ არის — ეს პოლიტიკური ცინიზმის მწვერვალია. როდესაც პოლონელი დიპლომატი, რომლის სამშობლოშიც საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებულმა პროცესებმა კონსტიტუციური კრიზისი გამოიწვია, საქართველოში „დემოკრატიის მცველის“ მანტიას ირგებს და ნაცრადიკალების ფინანსურ კვებაზეა გადასული, აქ ორმაგ სტანდარტზე საუბარიც კი მეტისმეტად რბილი შეფასებაა.
Pan Herczyński, თქვენს სამშობლოში საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცების თავხედური მცდელობა და სასამართლოს პოლიტიზება საერთოდ აღარ გიჩენთ კითხვებს? თუ პოლონეთში დემოკრატიის ნგრევას „ევროპული დინამიკა“ ჰქვია, ხოლო საქართველოში კანონის უზენაესობის დაცვას — „უკუსვლა“? პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგის საფრთხეზე საგანგებო განცხადება უკვე გააკეთა. Pan Herczyński, ნუთუ თქვენი პრეზიდენტის ეს საგანგაშო გაფრთხილება უფრო ნაკლებ შეშფოთებას იმსახურებს, ვიდრე საქართველოს შესახებ თქვენი მუდმივი ევროფლიდური განცხადებები? ბატონო ელჩო, ყალბი ყალბი ევროპული ღირებულებები საქართველოს სახელმწიფოზე უსინდისო და არგუმენტებისგან დაცლილი ზეწოლის პოლიტიკური იარაღი ვერ გახდება. საქართველოს სუვერენიტეტზე იერიშის მიტანა კონტრპროდუქტიულია ბრიუსელის ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი და ფარისეველი აქტორისთვის. პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცება კი კატეგორიულად მიუღებელია EUSSR-ის მეთოდებით!“ - წერს აბაშიძე.