ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის
1764708081
ქვეყნის პირველი პირის ინტერვიუ "დოიჩე ველესთან" - მიხეილ ყაველაშვილმა უცხოურ მედიასთან არაერთ საკითხზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად იქნება.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ გახდა ქვეყნისთვის საჭირო "გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მიღება; ყაველაშვილმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ საქართველო შეუერთა ყველა სანქციას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგებოდა.
"პირველ რიგში, ევროკავშირმა უნდა შეცვალოს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, დაწყებული მედიიდან. რა თქმა უნდა, ყველა მედიასაშუალება განსხვავებულია, მაგრამ თუ გსურთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, ევროკავშირის ბიუროკრატებიდან დაწყებული, ევროპარლამენტის წევრებით დამთავრებული.
მოდით, რამდენიმე ფაქტის შესახებ გიამბობთ. პროტესტი დაიწყო "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით. ჩემმა ფრაქციამ დააინიცირა ეს კანონი. არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, წარმოადგინონ ყველა დოკუმენტაცია და გამჭვირვალეები იყვნენ თავიანთი ხარჯების შესახებ. ამაზე მეტი არაფერია იქ ნათქვამი.
ჩვენ შევუერთდით ყველა იმ სანქციას, რაც შეგვეძლო, გარდა იმ სანქციებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და ეკონომიკურ მდგომარეობას.
ჩვენ მხარი დავუჭირეთ გაეროს ყველა რეზოლუციას უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ჩვენ არ გავგზავნეთ მოხალისეები უკრაინაში, რათა არავის დავედანაშაულებინეთ ომში მონაწილეობაში.
საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ ვიყავით და კვლავ უნდა ვიყოთ წამყვანი კანდიდატები. 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. თუმცა, ამჟამად არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება. ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. დიალოგია მთავარი, მაგრამ ისინი ჩვენთან დიალოგში არ ერთვებიან. ზოგჯერ აღიარებენ ამ მთავრობას, ზოგჯერ კი - არა. ეს აბსურდია", - აცხადებს ინტერვიუში მიხეილ ყაველაშვილი.