ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის
1764708081
კონსტანტინე ჩახუნაშვილი საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.
ჩახუნაშვილმა, რომელიც „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ სახელდება, სასამართლოსთან „ქრონიკის“ კითხვებს არ უპასუხა.
მანამდე კი მან „ქრონიკას“ სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ ნივთიერება, რომელზეც „ბიბისის“ სიუჟეტშია საუბარი, არ გამოუკვლევია და ინტერვიუ რამდენიმე პირის სამედიცინო შემოწმების საფუძველზე მისცა.
გამოძიების ფარგლებში დღეს საქალაქო სასამართლოში კიდევ რამდენიმე მოქალაქე გამოიკითხება.
BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით პედიატრი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი სუსში დაიბარეს.