„ჩემი მეუღლისთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო…“ – რა სიახლეა ნუცა ბუზალაძის ცხოვრებაში
1784236501
სააკაშვილი საერთოდ დაკარგული ფიგურაა და ამის გამოხატულებაა მისი ყველა ქმედება, ის ხედავს, რომ ფიგურად აღარ აღიქმება არც ოპოზიციაში, არც საკუთარ პარტიაში, პარტიის წევრების უმრავლესობის მხრიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
მისივე თქმით, სააკაშვილი ცდილობს, რომ დარჩენილი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენოს, თუმცა არც საზოგადოების ნდობა აქვს და საკუთარ პოლიტიკურ ძალაშიც დაკარგა ფიგურის სტატუსი.
„მთავარი მიზეზი, რატომაც ის აბსოლუტურად არაადეკვატურად მოქმედებს, მათ შორის საკუთარი ინტერესების გადმოსახედიდან რომ შევაფასოთ, არის ის, რომ ის ბოლომდე დაკარგულია როგორც პოლიტიკური ფიგურა. არც საზოგადოების ნდობა აქვს და საკუთარ ძალაშიც კი, პოლიტიკურ ძალაშიც კი, დაკარგა რეალურად ფიგურის სტატუსი. საინტერესო არ არის მაინცდამაინც ეს ადამიანი პოლიტიკური გადმოსახედიდან. სამედიცინო გადმოსახედიდან შეიძლება იყოს საინტერესო“, - აღნიშნა პრემიერმა.