„გუშინ ჩაფრინდა საქართველოში, დაიძინა და დილით ვერ გაიღვიძა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

ლალი არაბული

სოციალურ ქსელში, ემიგრანტების ჯგუფში, სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. როგორც მეგობრები წერენ, 52 წლის ლალი არაბული მოულოდნელად გარდაიცვალა. ის ემიგრაციიდან საქართველოში გუშინ დაბრუნდა.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთი ემიგრანტი, ასევე, ჩემი მეგობარი, 52 წლის ლალი არაბული გარდაიცვალა.
გუშინ ჩაფრინდა საქართველოში და დილით ვერ გაიღვიძა. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს! ნათელში დაიმკვიდრე სასუფეველი!“, - წერენ სოციალურ ქსელში.