VIDEO: რა მოხდა სტადიონზე „ლეგენდების მატჩის“ შემდეგ
1747429096
თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს იმის გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, გიორგი გახარიას ეშინია ბულინგის სხვა პარტიების მხრიდანსწორედ და ამას ემსახურება მისი დღევანდელი პოსტი.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს იმის გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში და ეშინია ბულინგის სხვა პარტიების მხრიდან. ამას ემსახურება ასეთი პოსტები. ჩვენთვის საინტერესო არ არის, შეუძლიათ მიიღონ ან არ მიიღონ მონაწილეობა. ასეც და ისეც, მთლიანად ეს რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის განწირული მარცხისთვის. 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, - განაცხადა პრემიერმა.