შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
რაც უხაროდა რადიკალურ ოპოზიციას, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების ჩათვლით, ის აღმოჩნდა ტყუილი და რასაც ჩვენ ვამბობდით - აღმოჩნდა სიმართლე. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ამ ეკონომიკური ობიექტის ამოღება სასანქციო სიიდან, ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებისთვის ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღების შეთავაზებაზე გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.
„ეს არის ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. ჩვენ ვსაუბრობდით ამ თემაზე, გახსოვთ. მაშინაც გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და აღტკინებით, სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, იყო ტყუილზე დაფუძნებული ასეთი რამ, რაც, საბოლოო ჯამში, დასტურდება იმით, რომ იცვლება ეს გადაწყვეტილება. რაც უხაროდა რადიკალურ ოპოზიციას, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების ჩათვლით, ის აღმოჩნდა ტყუილი, ანუ რასაც ჩვენ ვამბობდით, ის აღმოჩნდა სიმართლე. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ამ ეკონომიკური ობიექტის ამოღება სასანქციო სიიდან. ამას, რა თქმა უნდა, მხოლოდ მივესალმებით,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.