„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში, მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმის მონაწილე ლიდერებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და UN-Habitat-ის აღმასრულებელი დირექტორი ანაკლაუდია როსბახი მასპინძლობენ.
მთავრობის მეთაური მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და UN-Habitat-ის აღმასრულებელი დირექტორი ანაკლაუდია როსბახი და UN-Habitat-ის ასამბლეის პრეზიდენტი ნგა კორ მინგი. სამიტის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის და გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტ ანალენა ბერბოკის ვიდეომიმართვები.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.