1793735401
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას ანგარიში 2026 წლის გაფართოების შესახებ ოფიციალურად გადასცა
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას ანგარიში 2026 წლის გაფართოების შესახებ ოფიციალურად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, ანგარიში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს გადაეცა.
„თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალური მედიის გვერდს, სადაც შემოგთავაზებთ პირდაპირ ჩართვას ბრიუსელიდან გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებული ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში კომისრის მარტა კოსის პრესკონფერენციიდან 17:45-დან; შემდეგ გაიმართება ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის პრესკონფერენცია თბილისში, 19:00-ზე, რომლის ნახვა ამავე გვერდზეა შესაძლებელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.











