პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ამ შედეგისთვის პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული.

„ვემზადებით, 4.5 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. პირველ რიგში, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ წარვადგინოთ მერობის კანდიდატები 64-ვე მუნიციპალიტეტში, ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატები. სამზადისი უკვე დაწყებულია, ძალიან მალე გამოიკვეთება სიები ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენი პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული იმისათვის, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს და ეს კონკრეტული შედეგი არის ერთადერთი – 64 მერი, 64 საკრებულო. ეს არის ჩვენი უპირობო  ამოცანა. დარწმუნებული ვარ, მათ შორის, საერთო კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ამ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ გვაქვს ასევე პარტიული რეიტინგები, რომელიც არის გაზრდილი, წარმოიდგინეთ, საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან შედარებითაც კი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.