„თბილისში ჯადოა.... მტკვარში, ქუჩებში, უცნაური ნივთები ყრია...“ - ეზოტერიკოსი
1747338413
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მოელის, რომ რუსეთს კიდევ უფრო მეტი სანქცია დაუწესდება, თუ მოსკოვი არ გადადგამს ნაბიჯებს უკრაინაში ომის დასასრულებლად.
„უკრაინა მიდიოდა ფორმატისკენ, რომელსაც შეეძლო ჩვენ ყველანი ცოტათი დავეახლოვებინეთ ომის დასრულებასთან. მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი, მხოლოდ ერთი მხრიდან. და ზეწოლა არ შეიძლება იყოს ცალმხრივი. სწორედ ამიტომ ჩვენ ნამდვილად გვინდა ვიხილოთ [ზეწოლა] რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ. სანქციები ევროპიდან, შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან. სულ მცირე სანქციები“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.