პაკისტანი და ინდოეთი შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 18 მაისამდე გაახანგრძლივონ

პაკისტანი და ინდოეთი

პაკისტანი და ინდოეთი შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 18 მაისამდე გაახანგრძლივონ. პაკისტანური მედიის თანახმად, ამის შესახებ პაკისტანის ვიცე-პრემიერმა, ისჰაკ დარმა განაცხადა.

სენატის წინაშე გამოსვლისას დარმა, რომელიც ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელს ფლობს, განაცხადა, რომ შეთანხმება 14 მაისს ორი მხარის სამხედრო ოპერაციების გენერალურ დირექტორებს შორის ცხელი ხაზის კონტაქტის დროს მოხდა.

მას შემდეგ, რაც აშშ-მა ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია, პაკისტანის სამხედრო ოპერაციების გენერალურმა დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კაშიფ აბდულამ და მისმა ინდოელმა კოლეგამ, გენერალ-ლეიტენანტმა რაჯივ გაიმ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ცხელი ხაზის მეშვეობით 10 მაისს გამართეს. მხარეებს შორის დიალოგის შედეგად, ცეცხლის შეწყვეტა თავდაპირველად 12 მაისამდე, შემდეგ კი 14 მაისამდე გახანგრძლივდა.