მარიამ შუკაკიძის ყოფილი მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1775678204
გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ სასჯელისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შექმნილია ადგილობრივი კომისიები, რომლებიც განიხილავენ მსჯავრდებულთა განცხადებებს - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში, იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა.
სალიას თქმით, 2025 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში, პირობით ვადამდე გათავისუფლდა სულ 75 ადამიანი, ბოლო 4 თვის განმავლობაში კი, 120 ადამიანზე მეტი არის გათავისუფლებული.
"გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ სასჯელისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შექმნილია ადგილობრივი კომისიები, რომლებიც განიხილავენ მსჯავრდებულთა განცხადებებს პირობით, ვადაზე ადრე გათავისუფლების და უფრო მსუბუქი სასჯელით ჩანაცვლების თაობაზე.
ამ მიმართულებით, 2025 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში, პირობით ვადამდე გათავისუფლდა სულ 75 ადამიანი. ჩვენ აქაც გარკვეული საკადრო ცვლილებები ჩავატარეთ და ამ ცვლილებების შედეგად, ბოლო 4 თვის განმავლობაში 120 ადამიანზე მეტი არის გათავისუფლებული. კიდევ უფრო გვინდა დავხვეწოთ ეს პროცესი და გამოვკვეთოთ ის მიმართულებები, სადაც შეგვიძლია, რომ ადამიანებს მივცეთ საშუალება სასჯელი მოიხადონ, ან პირობით ვადამდე გათავისუფლდნენ ან უფრო მსუბუქი სასჯელით ჩანაცვლდეს. ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი და უკვე გარკვეული შედეგები სახეზეა - 8 თვეში 75 და 4 თვეში 120-ზე მეტი ადამიანი მნიშვნელოვანი განსხვავებაა", - განაცხადა პაატა სალიამ.