გარემოს ეროვნული სააგენტო სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
1752841484
ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს აფასებს.
მისივე თქმით, აღიარებს, რომ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში ნიჰილისტური დამოკიდებულებაა და ეს არის ოპოზიციის მიმართ:
„NDI-ს კვლევებზე, მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ მაქვს, რომ ეს მათი ძლიერი მხარეა, არ ვენდობი. ეს რეიტინგები არ არის ადეკვატური, თუმცა ის, რომ გარკვეულ ჯგუფებში არის ნიჰილისტური დამოკიდებულება, ამას ვაღიარებ და ეს არის ოპოზიციის მიმართ, თორემ ჩვენ აგერ, მერამდენე მოწვევაა, უმრავლესობაში ვართ.
პრობლემა არის ოპოზიციურ ნაწილში და მის ელექტორატში. ოპოზიციისთვის ეს არის კიდევ ერთი კარგი ალიყური, შემოლაწუნება, რომ გონს მოეგონ“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოების განწყობის შესახებ კვლევის უახლესი შედეგები წარადგინა.
კვლევა მოიცავს 2022 წლის 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდს და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქვეყნის მიმართულება და დემოკრატია, ეროვნული გამოწვევები, პოლიტიკური კურსი, ეკონომიკა და სხვა.