„ეხება მომავალს 2028 წლამდე“ - გოგა მანიას მიმართვა
1779133530
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პოზიციისა და ხელისუფლების ერთიანი ძალისხმევის ჩვენება უკრაინელი მეგობრების წინაშე შედგა
„სასიხარულოა, რომ ეს ვიზიტი ოპოზიციასთან ერთად განხორციელდა. ეს მართლაც მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ყველაზე დესტრუქციული ნაწილი არ შეუერთდა ამ წამოწყებას, მაინც შედგა ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთიანი ძალისხმევის ჩვენება, დემონსტრირება ჩვენი უკრაინელი მეგობრების წინაშე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან 17 აპრილს დაბრუნდა. დელეგაცია ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა.