1748899723
ოპოზიციის ინტერესი მხოლოდ არეულობა და რევოლუციური სცენარებით მოქმედებაა - თენგიზ შარმანაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების ფონზე, ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე შეფასებებს აკეთებენ მმართველ გუნდში.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციის ინტერესი მხოლოდ არეულობა და რევოლუციური სცენარებით მოქმედებაა.
"აქ ორი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს. ერთი - ჯერ კიდევ არ მოსვლიათ საბოლოო დირექტივა მათი პატრონეებისგან, როგორ მოიქცნენ და ერთმანეთის ჭამაზე არიან გადასულები. მეორე - თვითონ "დიფსთეითმა" გადაუნაწილა როლები. ნაწილს ათამაშებს რადიკალობანას, მეორე ნაწილს ნაკლებად რადიკალებად აჩენს და ისინი მიიღებენ მონაწილეობას. ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, ეს არის მათ ერთიანი თამაშის სხვადასხვა ნაწილი. არჩევნების გზით კი არ აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას, არამედ რაღაც რევოლუციური სცენარებით", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.