ოპოზიციაში ამბობენ, რომ ერთმანეთთან დაკავშირებულები არ არიან, ფიქრობენ, არჩევნებში გადაუწყვეტელ ამომრჩეველს მიიმხრობენ, რაც ტყუილია - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

„ნაცი“ „ნაცობას“ არასოდეს მოიშლის, მათი კუდი არასოდეს გასწორდება, თავიანთ გესლიან ბუნებას არასოდეს დაივიწყებენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში მყოფი პარტიები პოლიტიკური ველიდან თუ არ გავლენ, შეუძლებელი იქნება, ახალმა აქტორებმა კარიერის აწყობა შეძლონ.

„ოპოზიციის განცხადებები საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას ჰგავს, თითქოს, ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულები არ არიან და ფიქრობენ, რომ შემდეგ არჩევნებში წარმატებას მიაღწევენ, რადგან გადაუწყვეტელ ამომრჩეველს მიიმხრობენ, რაც რეალურად ტყუილია. „ნაცი“ „ნაცობას“ არასოდეს მოიშლის, მათი კუდი არასოდეს გასწორდება, თავიანთ გესლიან ბუნებას არასოდეს დაივიწყებენ. მორიელის დღეში არიან „ნაცებიც“. თავს არ დაანებებენ თავიანთი პატრონების დავალებების შესრულებას. თუ ეს პოლიტიკური პარტიები პოლიტიკური ველიდან არ გავლენ, შეუძლებელი იქნება, ახალმა აქტორებმა კარიერის აწყობა შეძლონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.