პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
მამუკა მდინარაძემ კონკრეტულად ისაუბრა, რომ ბლაჟევიჩის, როგორც უცხო ტრენერის მიმართ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და აღნიშნული საქმე მუშავდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
წილოსანის თქმით, ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი ყველა სხვა შემთხვევისთვის, რომ ამ ქვეყანაში უცხო გავლენები არც ფარულად და არც ღიად არ განხორციელდეს.
„ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი ყველა სხვა შემთხვევისთვის, რომ ამ ქვეყანაში უცხო გავლენები არც ფარულად და არც ღიად არ განხორციელდეს. როდესაც უცხო ქვეყნის ძალები ფინანსებით, თუ კონკრეტული ადამიანური რესურსებით ცდილობენ, რომ შენს ქვეყანაში არეულობები მოაწყონ და კონკრეტული სცენარები განავითარონ, არ შესრულდეს და ვერ განხორციელდეს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს. ინსტრუქციებს, ოპოზიციასთან ერთად, რამდენიმე ორგანიზაცია იღებს. მათ შორის არიან: მოძრაობა „ფარი-ერთობა“, ორგანიზაცია „წერტილი“ და „მომავლის აკადემია“.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051