ნინო წილოსანი: ძალიან დასანანია, იმ წარსულის ფონზე, როდესაც დასავლეთში რაშიზმის და ფაშიზმის ყველაზე უმძიმესი გამოვლინებები ვნახეთ, ევროკავშირის რიგი წარმომადგენლები საქართველოში სიძულვილის და დისკრიმინაციის ამ ფორმით გავრცელებას ახალისებენ

ნინო წილოსანი

„ძალიან დასანანია, იმ წარსულის ფონზე, როდესაც დასავლეთში რაშიზმის და ფაშიზმის ყველაზე უმძიმესი გამოვლინებები ვნახეთ, ევროკავშირის რიგი წარმომადგენლები საქართველოში სიძულვილის და დისკრიმინაციის ამ ფორმით გავრცელებას ახალისებენ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილზე საუბრისას.

მისი თქმით, ალექსანდრე კორძაიას (იგივე Kordze) ცნობილი სიმღერა მხოლოდ შეურაცხმყოფელი სიმღერა არ ყოფილა.

„ეს არ იყო უბრალოდ შეურაცხმყოფელი სიმღერა, რომელიც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს მიემართებოდა. ეს იყოს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევა, დისკრიმინაციის ყველაზე მკაფიო გამოვლინება, რომელიც მიემართებოდა პოლიტიკურად მიკუთვნებადი ადამიანების მიმართ. სამწუხაროდ, ამას არა თუ იწონებენ, არამედ ამართლებენ, როგორც ჩანს, ევროკავშირის წარმომადგენლები“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ალექსანდრე კორძაიას (იგივე Kordz) და მიხეილ სააკაშვილის მაგალითებით ქართველი ხალხის მაგინებლებზე ისაუბრა.

✕