„მოგება გვჭირდება“ - უნგრეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარი საქართველოსთან მატჩამდე

ორბანი

უნგრეთის ნაკრებისა და „ლაიფციგის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვილი ორბანმა ჩრდ. ირლანდიასთან ფრედ დასრულებული მატჩი (0:0) შეაფასა და მომდევნო მეტოქეზე, საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.

„ბელფასტში თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ გამარჯვების გოლთან ახლოს ვიყავით. დაცვაში კონცენტრირებულად ვიმოქმედეთ, თუმცა წინ სიმწვავე დაგვაკლდა. მომავალზე უნდა ვიფიქროთ. მხოლოდ ერთი ქულა გვაქვს, რაც აუცილებლად უნდა შევცვალოთ - საქართველოსთან მოგება გვჭირდება“, - განაცხადა მწვრთნელმა.

ცნობისთვის, უნგრეთი-საქართველოს მატჩი 2 ოქტომბერს ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ამავე დღეს უკრაინა ჩრდ. ირლანდიას შეხვდება.

✕