რუსთავში 19 წლის გოგო მოიტაცეს და გააუპატიურეს — დაკავებულია სამი პირი
1770132891
ლევან ხაბეიშვილი მიტოვებულად გრძნობს თავს, რადგან თანამებრძოლებმა მიატოვეს. ის ნაწყენი ადამიანის პოზიციიდან გამოდის, რაშიც გაგება შეიძლება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
სამხარაძის თქმით, ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ პატივისცემით არ გამოირჩევიან.
„ხაბეიშვილის განცხადება იმ რეალობას აჩვენებს, რაც, სამწუხაროდ, ოპოზიციაშია. ისინი ერთმანეთის მიმართ პატივისცემით არ გამოირჩევიან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა: „რა გაჩერებთ სახლებში, ღამით კაპუჩინო უნდა დალიოთ და აქციაზე ვერ დარჩებით? და მე თურმე ბრალი უნდა ვაღიარო, აზრზე მოდით, ვერ გავიმარჯვებთ, ვიდრე საკუთარ თავში შიშს არ დაამარცხებთ“.