ფრანკფურტის აეროპორტში თვითმფრინავი დაზიანდა - არიან დაშავებულები
1780669353
პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტასა და საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებისთვის იბრძვის.
გვარამიას თქმით, აღნიშნული პარტია საკუთარი გადაწყვეტილების გასამართლებლად ამერიკელი პარტნიორების პოზიციას ასახელებს, პარალელურად კი, სხვა ოპოზიციური ძალები რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, უკვე 2028 წლისთვის ემზადებიან.
“იმედია, დანარჩენებს ჭკუაც გვეყოფა, გამძლეობაც, საღი აზრიც და ენერგიაც.” - წერს გვარამია.
"როგორც ადრე დავწერე, ევროკავშირმა დაიწყო უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების პროცედურა და სომხეთთან ძალიან სწრაფი დაახლოვება, მათ შორის, ერევანი 50 მილიონ ევროს მიიღებს წელსვე.
ამასობაში, საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხს ბრიუსელში 11 ივნისს განიხილავენ და საკმაოდ დიდი ალბათობით, დეკემბერ-იანვარში ჩამოგვართმევენ.
და კიდევ ამასობაში, ერთი პარტია პარლამენტში დაბრუნებას ჩალიჩობს და იგონებს, რომ "ამერიკელებმა ასე გვითხრეს". მეორე - "რევოლუცია დღეს" მოწოდებებით განთქმული - რევოლუცია კი არა, რიგგარეშე არჩევნების მოპოვებისაც არ სჯერა, 2028 წლის არჩევნების ღია მზადებას აცხადებს და წინასაარჩევნო კამპანიის სახით ყველა პარტნიორის გინებას და გაურკვეველ "გამიჯვნას" ირჩევს.
იმედია, დანარჩენებს ჭკუაც გვეყოფა, გამძლეობაც, საღი აზრიც და ენერგიაც.” - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.