რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
"კიდევ ნახა უცხოურმა ძალამ 17-21 მარტის დღეებში ქართული საზოგადოების პოზიცია, რომ ქართული საზოგადოება იყო და იქნება მყარად იმ რწმენაზე, რასაც ჰქვია ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ოჯახური ტრადიციები" - ასე ეხმაურება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციასთან დაკავშირებული პირების მიერ, პატრიარქის არჩევნების მადისკრედიტებელ განცხადებებს.
მისი თქმით, უცხოურმა ძალამ 17-21 მარტის დღეებში ქართული საზოგადოების პოზიცია და ერთიანობა კიდევ ერთხელ ნახა.
"ნაცმოძრაობის ბუნება რაც არის, ეს არის დაპირისპირება, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა სხვისი ქვეყნის სასარგებლოდ, ეკლესიის ლანძღვა-გინება. რატომ ებრძვიან განსაკუთრებით ბოლო კვირებში ეკლესიას, საპატრიარქოს, იმიტომ, რომ კიდევ ნახა უცხოურმა ძალამ 17-21 მარტის დღეებში ქართული საზოგადოების პოზიცია, რომ ქართული საზოგადოება იყო და იქნება მყარად იმ რწმენაზე, რასაც ჰქვია ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ოჯახური ტრადიციები. ეს თავდასხმაც სწორედ ამათ ემსახურება, როგორმე შეიტანონ განხეთქილება ახლა უკვე იმ ძალაში, რომელიც არის საძირკველი და საფუძველი ქართველი ხალხის ერთიანობის," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი