ხვალიდან მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება
1783668630
გეგმა არის, რომ გავშალოთ რამდენიმე ფრონტი, ეს იყოს სოციალური თემატიკა, ახალგაზრდების თემა, რეგიონული გმირების პოვნა, – ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ჟორჟოლიანის თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დრო და რესურსი უნდა დაიხარჯოს რეგიონებზე.
„გეგმებზე უნდა ვთქვა, რომ გავალთ რეგიონებში, გავაკეთებთ შემოვლას. მე არ გამოვიყენებ მადიარის მაგალითს. მე მაინც იმას ვიტყვი, რომ გავაკეთებთ იმას, რასაც მიშა აკეთებდა რევოლუციამდე. გეგმა არის, რომ გავშალოთ რამდენიმე ფრონტი, ერთი მხრივ, ეს იყოს სოციალური თემატიკა, მეორე მხრივ, ეს იყოს ახალგაზრდების თემა, მესამე მხრივ, იყოს რეგიონული გმირების პოვნა. მთელი ეს პერიოდი დრო და რესურსი უნდა დაიხარჯოს რეგიონებზე. პარალელურად, უნდა გაძლიერდეს ქალთა ორგანიზაცია და უკვე იგეგმება მათთან დიდი შეხვედრა, სხვა ფორმატით შეხვედრები ახალგაზრდულთან, სოცმედიით უნდა გავაძლიეროთ კავშირი ემიგრანტებთან, ხმის მიცემით მონაწილეობა უნდა მიიღონ ამ პროცესებში, პირდაპირ უნდა იყვნენ პროცესებში ჩართული. უნდა შევქმნათ ინსტრუმენტი, სადაც პირდაპირ გავიგებთ ჩვენს მოკავშირეებს, ახალ წევრებს. ასევე გვაქვს კიდევ ერთი იდეა მიშასთან დაკავშირებით. მიშასთან დაკავშირებით გვინდა კონტაქტის გაცოცხლება მასსა და მოსახლეობას შორის“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.