ქოლესტერინის ანალიზს მილიონობით ადამიანს შესაძლოა არასწორად უკეთებდნენ - ახალი კვლევა
1783609545
რუსეთი აღარ დაიჯერებს დასავლეთის მზადყოფნას უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მიმართ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„კეთილი ნებისა და იმედის ეს მარაგი სრულიად ამოწურულია“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთი, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, დიალოგის სურვილის იმიტაციით, მოსკოვისთვის ულტიმატუმების წაყენებაზე გადავიდა.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინიდან დაქირავებული მებრძოლები აქტიურად გამოიყენეს აფრიკაში ბოლო დროს განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებში.