წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1770149016
სატყეო კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება. საკითხი, საჯაროდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განხილეს.
შეხვედრას სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ცვლილებები მონიტორინგისა და კონტროლის გაუმჯობესებას, ბიზნეს-პროცესების გამარტივებასა და ხარჯების ოპტიმიზაციას გულისხმობს. კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქციის ეროვნულ სატყეო სააგენტოსთვის დაბრუნებას.