გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
პარლამენტში "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების განხილვა იწყება. "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტები განიხილავენ.
ცვლილებების მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად ცესკო შეაჯამებს. შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე შემცირდება. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიებს აღარ ექნებათ ვალდებულება, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგები ხელახლა გადათვალონ.
ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებებიც იცვლება - არჩევნების საბოლოო შედეგს საოლქო კომისიების ნაცვლად, ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმსაც ცესკო გამოსცემს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარტიებს, საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით, გასაჩივრების უფლება არ ერთმევათ და ცვლილებებთან დაკავშირებული ბრალდებები არგუმენტებს მოკლებულია.
"აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი ბრალდებები გვესმის საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მტკიცებულებებისგან დაცლილ ე.წ. არგუმენტებს იშველიებენ იმ მოცემულობასთან, სადაც პირდაპირ შავით თეთრზე წერია, რომ არანაირი გასაჩივრების უფლება პარტიებს არ ერთმევათ ოქმების, მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხებიდან გამომდინარე მოკლდება ვადები შემაჯამებელი ოქმის მიღებისა ცესკოს მიერ.
არავის ართმევს უფლებას საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით, მოახდინონ კონკრეტული ჩარევა, საკუთარი ნება გამოხატონ გასაჩივრების თვალსაზრისით საარჩევნო კომისიებსა თუ სასამართლოებში", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.