მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
საკანონმდებლო ორგანო ბოლო, მესამე მოსმენით გრანტების შესახებ რამდენიმე კანონში ცვლილებაზე მუშობას იწყებს. სიახლის ინიციატორები ხაზგასმით აცხადებენ, რომ შეზღუდვა გრანტებთან მიმართებით მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებს შეეხება, რომლებიც უცხოეთიდან პოლიტიკური მიზნით ფინანსდებიან.
მათივე მტკიცებით, ცვლილებების ერთადერთი მიზანი, უცხოური გავლენის, ინტერესებისა და ფინანსებისგან საქართველოს დაცვაა. საკითხზე მსჯელობა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იქნება.
საკითხზე დამატებით განმარტებას აკეთებს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ზურაბ რურუას განცხადებით, მთავრობის ნებართვის შემთხვევაში, ნებისმიერი გრანტის მიღება იქნება შესაძლებელი.
"ესეც არის ერთგვარი მექანიზმი იმის, რომ ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა იდგეს მყარად. არანაირმა გარე ჩარევამ და უცხო გავლენებმა არ იმოქმედოს ჩვენი ქვეყნის საზიანოდ.
ყველას შეუძლია გრანტის მიღება, თუ იმსახურებს და არის ნება, რომ კეთილსინდისიერ საქმეს აკეთებს ესა თუ ის ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, მთავრობის ნებართვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი გრანტის მიღება", - განაცხადა ზურაბ რურუამ.