1763966461
მოხარული ვართ, რომ საქართველო PABSEC-ის ოჯახის თავმჯდომარე ხდება - შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საბერძნეთის დელეგაციის ხელმძღვანელი
საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვედი და ვნახე ძალიან დიდი პროგრესი, ყველანი მოხარული ვართ, რომ საქართველო PABSEC-ის ოჯახის თავმჯდომარე ხდება, – ამის შესახებ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საბერძნეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფია ვულდეფსმა განაცხადა.
მისი თქმით, ამდენი ომი როდესაც არის, საჭიროა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მსგავსი ორგანიზაცია, საჭიროა საპარლამენტო გუნდი, რომელიც ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის იმუშავებს.
„საბერძნეთის პარლამენტში 20 წელზე მეტია, ვმუშაობ. რამდენჯერმე ვსტუმრობდი საქართველოს და ბოლოს, როდესაც თქვენს ქვეყანაში ჩამოვედი, რამდენიმე თვის წინ, ვნახე ძალიან დიდი პროგრესი და ყველანი მოხარული ვართ, რომ საქართველო ჩვენი, PABSEC-ის ოჯახის თავმჯდომარე ხდება.
გვჯერა, ქართველი კოლეგები, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მუშაობას განაგრძობენ იმ ძალიან ტურბულენტურ გარემოში, ტურბულენტურ სამყაროში, სადაც 200-ზე მეტია, ომი მიმდინარეობს. როდესაც ამდენი ომია, გჭირდება ორგანიზაცია, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მსგავსი, გჭირდება საპარლამენტო გუნდი, რომელიც ჩვენი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის იმუშავებს“, – განაცხადა სოფია ვულდეფსმა.











