LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, დავით თამაზაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - ალი ქაან ორბაის და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს - პოლკოვნიკ ილჰან ოქთენდურალს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, დავით თამაზაშვილმა და ილჰან ოქთენდურალმა ხელი მოაწერეს ტექნიკური შეთანხმებას „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“.
შეთანხმების მიზანია, დაარეგულიროს ორმხრივი ვალდებულებები თურქეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე NATO-ს საზღვაო ოპერაციის „ზღვის მცველი“ (OSG) ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ქვედანაყოფის ასვლის, განთავსების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დეტალებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი უკვე მეორე სახელმწიფოა რომელმაც, მზაობა გამოთქვა, NATO-ს ოპერაციის ფარგლებში, საკუთარი საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფი განეთავსებინა.
საგულისხმოა, რომ 2022 წლის მაისში, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველის“ (OSG) ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ სათანადო სერტიფიცირების დასრულების შედეგად აღნიშნული სტატუსი მიენიჭა. ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო გახდა უფლებამოსილი მხარდაჭერა აღმოუჩინოს ალიანსს საზღვაო უსაფრთხოების კუთხით.