„მანქანა ამობრუნდა...“ - ცნობილი ხდება, ყვარელში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული ბიჭის ვინაობა
1792051345
საფრანგეთი უცხოური ჩარევებისა და გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონს იღებს. გამკაცრებულ ზომებს კომიტეტის დონეზე მხარი უკვე დაუჭირა სენატმა. საარჩევნო მანიპულაცია უცხოური ძალის სასარგებლოდ ან ჩარევა, დაისჯება 6-ს წლამდე პატიმრობით. იქმნება სპეციალური სასამართლო პროცედურა.
თბილისში კიდევ ერთხელ მიუთითებენ ორმაგ სტანდარტზე. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ როცა საქმე ევროკავშირის ქვეყნებს ეხება, უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი ზომები დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვად ფასდება, მაშინ, როდესაც ანალოგიური შინაარსის ქართული ინიციატივები კრიტიკის საგანი ხდება.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის თქმით, ევროპის სახელმწიფოები იღებენ ძალიან მკაცრ გადაწყვეტილებებს, როდესაც მათი ქვეყანა დგება გამოწვევების წინაშე და ეს ნორმალურია.
"ჩვენ ვხედავთ, მათ შორის, ევროპის სახელმწიფოების ძალიან მკაფიო გადაწყვეტილებებს და ზოგჯერ ბევრად მკაცრს, ვიდრე ამას თავის დროზე საქართველო იღებდა, როდესაც ისინი ხედავენ, რომ საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატიული ინსტიტუტები, პოლიტიკური პროცესი ზოგადად დგას საფრთხის წინაშე მავნე, გარე უცხოური ჩარევების დროს. ასე რომ, ისინი როდესაც მათი ქვეყანა დგება ამ გამოწვევების წინაშე, იღებენ თუნდაც ძალიან მკაცრ გადაწყვეტილებებს და ეს ნორმალურია.
ერთის მხრივ, ჩვენ მივესალმებით ყველა სახელმწიფოს მცდელობას, რომ დაიცვას საკუთარი სახელმწიფო და ამავე დროს, ყველას ყოველთვის შევახსენებთ, რომ როდესაც იმავეს აკეთებს საქართველო, ჩვენ ყოველთვის გვაქვს უფლება, როდესაც ვხედავთ, რომ საკუთარი არჩევნები, საზოგადოება, დემოკრატიული ინსტიტუტები დგას გამოწვევის წინაშე, როდესაც ეს საფრთხეები ჩნდება და გარედან ხდება ჩარევა შიდა საქმეებში, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ მივიღოთ მსგავსივე გადაწყვეტილებები ამ შემთხვევაშიც", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.