ჩვენ ქვეყანაზე არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება და ამ ფონზე მნიშვნელოვანია პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის ლიდერებთან, რათა მათ რეალური ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე - ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

პარტია „ხალხის ძალის” საგარეო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, იტალიაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ესწრება.

დეპუტატმა მედიასთან განაცხადა, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროპელ ლიდერებს საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ.

„ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრა იტალიაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რათა ამ ქვეყნების სპიკერებს კიდევ ერთხელ მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია საქართველოს შესახებ - განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაზე განსაკუთრებით ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია. დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრებზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხაზი გაესმება იმას, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რაც რეგიონში დამატებით საფრთხეებს ქმნის და რასაც ნებისმიერი სახელმწიფო განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს,”- აღნიშნავს ეკა სეფაშვილი.

✕