„მიუღებელია ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე ის, რაც დღეს ხდება - ზეწოლა, ბულინგი და პირდაპირი შანტაჟი, ასევე მუქარა და დამცირება“ - ზურაბიშვილი

პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტმა თავდაპირველად ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე ისაუბრა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა ორი პოლიტიკური ძალა ახსენა და თქვა, რომ ამ ორ ძალას შორის, ბევრი რამ შეთანხმებულია:

„პირველ რიგში მე ვიტყვი, რომ ეს აქცია იყო არამხოლოდ იმ ადამიანებისგან ორგანიზებული, მაგრამ თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსები, რომლებიც ამ დღეებში ვრცელდებოდა. ეს იყო მიზანმიმართული იმისკენ, რომ ზეწოლა მომხდარიყო პრეზიდენტზე- იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომელიც დღეს მეთაურები არიან, არსად არ იყვნენ 2007 წელს. ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე ყველაფერი მომხდარი იყო. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან კარიერით თუ რა ფორმით თვლიან რომ შეიძლება დამემუქრონ, არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მასწავლიან როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია?

მაინტერესებს ეს ადამიანები, სად იყვნენ 2007-ში - მე გეტყვით, ერთი იყო მიშას შტაბში და დიდხანს დარჩა, ვიღაცა "ქართუ ბანკში" იყო კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე და აღარ მინდა ეხლა ეს პერსონალური გავხადო, მაგრამ არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან მაინტერესებს, თუნდაც ის ოთხეული, რომლებიც იქით-აქეთ დარბიან?!

ნათელია, რომ სხვადასხვა ძალებს შორის ერთობლივი თამაშია, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან.  მაგრამ რეალურად ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე, მე?! მე მგონი იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის. არათუ შეიწყალეს, არამედ განამწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის იმათ და საიდანაც ისინი ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას. ვინ აწყობს - რატომ არ ვკითხულობთ ამას, სანამ ჩემთან მოვარდება აქცია, აქციაზე მაქვს საუბარი, როცა ვამბობ მოვარდნას და არა ადაიანებზე, რომლებიც მოდიოდნენ და იმედი მაქვს კიდევ მოვლენ აქ.

რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული? პირველ რიგში მიშას ჩამოყვანა - რას ერჩოდნენ ან ერთნი, როცა იმას აქეზებდნენ ჩამობრძანდით და რევოლუცია იქნებაო, ან მეორენი, როცა მეორე კუთხით აქეზებდნენ ქართულ ხასიათზე თამაშით - აბა ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდიო, ხომ არ ხარ ლაჩარი - ჩამოდი.

ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ - უკვე ერთი წელია ჩვენ სრულიად გაჩერებულები ვართ მიშას ირგვლივ - კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს. ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ. ეს ორივე მხარეს აწყობს. ერთ მხარეს ალბათ იმიტომ, რომ ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს, მეორეს იმიტომ რომ პასუხი აღარ აქვთ გასაცემი არც ერთ კითხვაზე, რომელსაც მათ საზოგადოება უნდა უსვამდეს.

მიუღებელია ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე ის, რაც დღეს ხდება. ზეწოლა, ბულინგი და პირდაპირი შანტაჟი, ასევე მუქარა და დამცირება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.