ცნობილია რა ნივთების გაყიდვის გამო დააჯარიმა ევროკომისიამ Temu €200 მილიონით
1780222096
ძვირფასო პოლიციელებო, გილოცავთ პოლიციელის დღეს! მსურს განსაკუთრებული მადლიერებით მოგმართოთ თითოეულ თქვენგანს - ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური და დაუღალავი შრომით ერთგულად ემსახურებით საქართველოს: მის სახელმწიფოებრიობას, კანონის უზენაესობასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლიციელების პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა იმის გარანტი, რომ საზოგადოებას დაცულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა აქვს.
„პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემასა და სრულ მხარდაჭერას თითოეული თქვენგანის მიმართ. პოლიციელის პროფესია განსაკუთრებულ სიმტკიცეს, პრინციპულობასა და უდიდეს თავდადებას მოითხოვს. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა იმის გარანტი, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს დაცულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მაღალი პროფესიული სტანდარტებითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სამაგალითონი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.