სალონში ჰყოლია ცოლ-შვილი მოყვანილი, იქ იდგა ეტყობა... - თვითმხილველი ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე

policiis lenti

მკვლელობა მოხდა ბათუმში. ცეცხლსასროლი იარაღიდან  50 წლამდე მამაკაცს ესროლეს, რომელიც კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

„ცოლ-შვილს ელოდებოდა და მაგ დროს ესროლეს. სალონში ჰყოლია ცოლ-შვილი მოყვანილი, იქ იდგა ეტყობა. კაცს 8 ჭრილობა მიაყენეს, ფეხებში, მუცელში, კისერში“ - ამბობს ადგილობრივ მედიასთან ერთ-ერთი თვითმხილველი.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ ე.წ. ბონის დასახლებაში, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს