შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს

შსს

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან საზეიმო ღონისძიება იმართება.

სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები საზეიმო მსვლელობას გამართავენ, შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.

ღონისძიებაში შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მონაწილეობენ.