მიხეილ სარჯველაძე: შემოდის ერთგვარი წესრიგი, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი შრომითი რესურსის უპირატესობის მინიჭება არის ცალსახად მიღებული გადაწყვეტილება

სარჯველაძე

შრომითი მიგრაციის სფეროში ქვეყანა თვისობრივი გარდაქმნების ზღვარზე დგას. ის, რაც ქაოსურად რეგულირდებოდა და წესრიგდებოდა, შემოდის ერთგვარი წესრიგი, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი შრომითი რესურსის უპირატესობის მინიჭება არის ცალსახად მიღებული გადაწყვეტილება და რომლის აღსრულების პროცესიც იწყება პირველი მარტიდან, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, სამზადისის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ იყოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ძალიან აქტიური თანამშრომლობა.

„სამზადისის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ჩვენ გვქონდეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ძალიან აქტიური თანამშრომლობა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დასაწყისიდანვე აღსრულების პროცესზე თვალყურის დევნება იყოს სრულფასოვანი“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ.