მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - ზურაბ ჩხაიძე

სააკაშვილი

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური“, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძე განაცხადა.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები არის სტაბილური.

„პაციენტს ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება. ადვოკატის განცხადება, რომ არის მიხეილ სააკაშვილის სარეანიმაციო პაციენტია, ეს არის ადვოკატის ხედვა. პაციენტი კონსულტირდება ყოველდღიურად სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ და მისი პარამეტრები არანაირად არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას. ამიტომ პაციენტი აგრძელებს მკურნალობას პალატაში. რაც შეეხება კოვიდს, ის მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით და რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. თუმცა კოვიდს ახასიათებს გართულებები, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი მიმანიშნებელი იმისა, რომ რაიმე გართულებასთან გვექნება საქმე ან გვაქვს საქმე, არ არის. არანაირი დამატებითი აპარატურა არ შეტანილა, რადგან პაციენტს არ სჭირდება რაიმე დამატებითი აპარატურა, თუმცა ადგილზე ყველაფერი არის. პალატა სრულად არის აღჭურვილი. სასუნთქი აპარატი კადრში რატომ უნდა ჩანდეს? რესპირატორული მაჩვენებელი არის ნორმის ფარგლებში ანუ სატურაცია მისი არის ნორმის ფარგლებში, მას არ ესაჭიროება დამატებით ჟანგბადის მიწოდება.  რისკები ჩემთვისაც არსებობს და მეც შეიძლება დამემართოს რაღაც 5 წუთში. რაც შეეხება გონების კარგვის ეპიზოდებს, ეს რამდენიმე დღეა, ჟღერდება არ ვიცი რატომ არც ერთ შემთხვევაში ექიმის, ექთნის მიერ დაფიქსირებული გონების კარგვის ეპიზოდი არ ყოფილა. 24 საათი ექთანი არის იქვე.

პერსონალური ექთანი არის მიმაგრებული პაციენტზე. ისტორიაში ფიქსირდება, რომ ეს არის ავადმყოფის გადმოცემით, მაგრამ ეს დაფიქსირებული არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა. შესვლა პაციენტთან არის პენიტენციური სამსახურის პრეროგატივა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.