2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თიბისი ლიზინგმა 45 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების განთავსების ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალია.
სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა აღნიშნულთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის შედეგებსა და მხარდაჭერის იმ მექანიზმებზე ისაუბრა, რომელთაც სააგენტო პროგრამის ფარგლებში სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
„თიბისი ლიზინგის მიერ 45 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციების წარმატებით გამოშვება კიდევ ერთხელ ადასტურებს კერძო სექტორის მზაობასა და ინტერესს გამოიყენოს კაპიტალის ბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებს და ხელს უწყობს ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროებით ისარგებლონ. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს რეკორდული შედეგები გვექნება და ვფიქრობ, მსგავსი მიღწევები სხვა კომპანიებსაც წაახალისებს“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ თიბისი კაპიტალის დირექტორი ოთარ შარიქაძე, თიბისი ლიზინგის დირექტორი გაგა გოგუა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა სააგენტოში 2024 წლიდან ამოქმედდა.