მერაბ კოკოჩაშვილი მიხეილ ყაველაშვილს წერილით მიმართავს, დოკუმენტზე ხელმომწერები ითხოვენ ცხრა აპრილის გმირებს ეროვნული გმირის ორდენის ჯილდო გადაეცეთ

merab

კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს წერილით მიმართავს. ადმინისტრაციაში შეიტანეს განცხადებაც.

დოკუმენტზე ხელმომწერები ითხოვენ ეროვნული გმირის ორდენის ჯილდო გადაეცეთ ცხრა აპრილის გმირებს. როგორც განცხადებაშია მითითებული, მსგავსი ინიციატივით მანამდე მიმართეს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.