დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებებია - დეტალურად
1762580006
ნიკა მელიას ვურჩევდი, ვინმეს მხილებაზე თუა გადასული, უფრო გაბედული იყოს და პირდაპირ დაასახელოს ოდიოზური გვარები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, მძიმე საყურებელია, მაგრამ სამართლიანია, რადგან ეს პარტია მუდმივად უსამართლო და ანტისახელმწიფოებრივი ზრახვებით გამოდიოდა.
„ნიკა მელიას ვურჩევდი, ვინმეს მხილებაზე თუა გადასული, უფრო გაბედული იყოს და პირდაპირ დაასახელოს ოდიოზური გვარები. ვხედავთ, რომ აქ კოლექტიური ერთი სახეა და ეს არის „ნაცმოძრაობის“ ის სახე, რომელიც საზოგადოებას ახსოვს რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის სახელით“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში ყველა ადამიანი საჯაროდ უნდა იყოს ჩართული და საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ისინი.