ჯორჯინა უზკატეგი ილია თოფურიასთან დაკავშირებით დუმილს არღვევს
1782197449
მე ვიტყოდი, რომ ამ სამმართველოს აქვს ძალიან კრიტიკული, მნიშვნელოვანი ამოცანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შესახებ საუბრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული სტრუქტურის მიზანია იმ სიძულვილისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც, როგორც კობახიძე ამბობს, საქართველოს გარედან თავსმოხვეული პროცესების შედეგად ვრცელდება.
"მე ვიტყოდი, რომ ამ სამმართველოს აქვს ძალიან კრიტიკული, მნიშვნელოვანი ამოცანა. ჩვენ გარედან გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას, რაც არ არის დამახასიათებელი მოვლენა ქართული კულტურისთვის, რაც არ არის ჩვენთვის ორგანული, იმას რა თქმა უნდა უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ არ გვინდა ვიღაცამ გარედან გააღვივოს ჩვენს ქვეყანაში სიძულვილი და აგრესია და ამ სამმართველოს ფუნქცია ეს არის. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ სამმართველოს მუშაობას და დარწმუნებული ვართ, რომ ამ სამმართველოს საქმიანობა გამოიღებს კონკრეტულ შედეგებს - ჩვენ დავუპირისპირდებით მომავალშიც სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც სრულიად ხელოვნურად გვახვევენ თავს გარედან. გამჭვირვალობის კანონის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ზუსტად ეს იყო, სიძულვილის თავიდან არიდება. ჩვენ გვინდა მშვიდი ქვეყანა, ჩვენ გვინდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში - ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.