1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციაში კვლავ უთანხმოების თემაა. არჩევნებამდე 5 თვით ადრე, პარტიების ნაწილი ისევ ამტკიცებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. განცხადება გაკეთდა გახარიას გუნდშიც, სადაც თქვეს, რომ არცერთ არჩევნებს ბოიკოტს არ უცხადებენ.
მმართველ გუნდში ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ოპოზიცია საზოგადოებას ატყუებს, თითქოს არჩევნებს ემიჯნება, რეალურად კი არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს, გაცემულია დავალებები და პარტიული შეკრებები რეგიონებში:
"როდესაც მარიონეტულია ოპოზიცია, ძალიან რთულია თავისი გადაწყვეტილებები მიიღონ, წამხედურობაც არის, მაგრამ ძირითადად ინსტრუქციაა იმ მხრიდან, რომელიც გაცილებით უფრო გლობალურ პროცესებშია ჩართული. დღესდღეობით ასეთი არაოფიციალური ბრიუსელია. ადამიანები ჩამოყალიბდნენ მარიონეტებად და ეჯიბრებიან ერთმანეთს, რომელი უკეთ მოემსახურება შეკვეთას,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.