ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება - რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება
1760941316
გერმანიის ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევას მმართველ გუნდში ეხმიანებიან. ამბობენ, რომ ელჩი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდა, რითაც ვენის კონვენციის 41-ე მუხლს არღვევდა. სახელისუფლო პარტიაში იმედოვნებენ, რომ ელჩის გაწვევა კონსულტაციებისთვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შენარჩუნებას ემსახურება.
„იმ განცხადებებითა და ქცევით თუ ვიმსჯელებთ, რასაც ბოლო პერიოდი განმავლობაში გერმანიის დიპლომატი საქართველოში აკეთებდა, ეს არის ერთი მხრივ შიდა საქმეებში ჩარევა და ვენის კონვენციის 41-ე მუხლის უხეში დარღვევა. ამით ალბათ სახე შეუნარჩუნეს ბატონ პიტერს და იმედი მაქვს, რომ ამ საქციელის უკან დგას გერმანიის სურვილი, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები შენარჩუნდეს. იმედი მაქვს, ეს იქნება ერთგვარი მაგალითი თუ როგორ არ უნდა მოიქცეს დიპლომატი ქვეყანაში“, - მიიჩნევს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ქვეყნის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა გადაწყვიტა. ინფორმაცია უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.