მარიამ ლაშხი: ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის წევრთან, რომელიც ასევე არის ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი კანადის მხრიდან

მარიამ ლაშხი

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის წევრთან, რომელიც ასევე არის ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი კანადის მხრიდან, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, რომელიც რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კანადაში იმყოფება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან გაჟღერდეს ის გადაწყვეტილებები, რეფორმები, რომელიც ემსახურება პირველ რიგში საქართველოს ინტერესს, მშვიდობის პოლიტიკას.

„ჩვენი მთავარი მისიაა, რომ საქართველომ მოიპოვოს კანადის ურყევი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის [საკითხში], ასევე საერთაშორისო პლატფორმებზე რეზოლუციებზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის წევრთან, რომელიც ასევე არის ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი კანადის მხრიდან. ის ასევე ფარავს როგორც ქალთა უფლებების, ასევე ბავშვთა უფლებების საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან გაჟღერდეს ის გადაწყვეტილებები, რეფორმები, რომელიც ემსახურება პირველ რიგში საქართველოს ინტერესს, მშვიდობის პოლიტიკას“, - აღნიშნა ლაშხმა.