რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
პარლამენტმა „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. პროექტს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ათი იყო.
მიღებული გადაწყვეტილებით, მთავრობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შემოდის. აღნიშნულ პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოაწერს, პრემიერ-მინისტრს უფლება ექნება, მამუკა მდინარაძე პოსტზე დანიშნოს.