რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში - ეჯე ირთემის გარდაცვალების ყველა ვერსია გამოირიცხა
1783626550
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის და საქართველოში დაგეგმილი თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე და უმაღლესი დონის დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.