მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალური ვიზიტი ვენაში გრძელდება

მაკა ბოჭორიშვილი

 მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალური ვიზიტი ვენაში გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრი მაღალი რანგის შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გამართავს.

ვენაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 32-ე სესიის ფარგლებში მინისტრებს და ეუთოს წარმომადგენლებს სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე მიმართა.