მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ეუთოს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა.

თურქეთის საგარეო  საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა  თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის დროს აღმოჩენილი მხარდაჭერისა და გაწეული ძალისხმევისათვის.

დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და ინტენსიური ორმხრივი თანამშრომლობა.

ხაზი გაესვა როგორც მაღალი დონის, ასევე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის აქტიურ დინამიკას. აღინიშნა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მესამე სხდომის გამართვის მნიშვნელობა.

ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს  და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით.

თურქეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ნაყოფიერი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობა შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.

აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ეფექტიანი თანამშრომლობა.