1770743848
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და უნგრეთს შორის ჩამოყალიბებულია ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, ეს ურთიერთობები საერთო ფასეულობებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული
ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის ჩამოყალიბებულია ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, ეს ურთიერთობები საერთო ფასეულობებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული.
„დღეს ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოწვევები და ერთმანეთის მსგავსი მიზნები, როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ და ვთანამშრომლობთ და ეს კიდევ უფრო სიმტკიცეს აძლევს იმ ურთიერთობას, რომელიც არის ორ ქვეყანას შორის.
უნგრეთი ძალიან მტკიცედ უჭერს საქართველოს მხარს, უნგრეთი არის ის ქვეყანა, რომელიც ხმამაღლა ეწინააღმდეგება იმ უსამართლო პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება ხშირად რიგი ევროპელი აქტორების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში და მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის იყოს რეგულარული პოლიტიკური დიალოგი და რეგულარულად გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები მიმდინარე პროცესებზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.











